Resim yazısı ekle |
ნინო ჩალაური
Sunday, November 24, 2013
Saturday, November 23, 2013
ტრენინგის მეცხრე დღე
დამთავრდა ტრენინგი, საინტერესო და მრავლისმომცველი იყო, მომწონს პროექტული სწავლება, როგორ დავნერგო და გამოვიყენო სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის, დიდი მადლობა ტრენერს შემეცნებითი ლექციებისათვის.
Sunday, November 17, 2013
მერვე დღე
დღევანდელი დღით განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები,ჩემ პროექტის ყველა მასალა ჩავალაგე თავთავის საქაღალდეში. განვსაზღრე ჩემს პროექტში რა აქტივობების შემადგენლობა და როგორ გამომეყო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
Saturday, November 16, 2013
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლის ცოდნა უნდა ფასდებოდეს რაღაც სტრატეგიით.განვსაზღვრე შეფასების ფორმები.გავაკეთე უკუკავშირი მოსწავლის ნაშრომზე.გავითვალისწინე ჩემს პროექტში შეფასების სტრატეგიები და გავაკეთე შეფასებები,ჩავყარე შესაბამის საქაღალდეში. ვითანამშრომლე და კოლეგას გავუკეთე კომენტარი მოსწავლის ნაშრომთან დაკავშირებით.
Sunday, November 10, 2013
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს განვაცალკევე როგორ შეიძლება შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რომელშიც მოიაზრება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ მოაწავლის სავარაუდო ნაშრომების შაბლონები მისი შექმნის მეთოდები, რა ინსტრუმენტები შეიძლება გავთვალოთ მოსწავლის ნაშრომისთვის.
Saturday, November 9, 2013
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს მივიღე ინფორმაცია ჩვენ თემასთან დაკავშირებით როგორ გამოვიყენო ინტერნეტი. გავითვალისწინო სამართლებრივი და ეთიკური ნორმები.განვიხილეთ საავტორო უფლებები. რა სახით ჩავწერო საავტორო უფლებების პრეზენტაცია.გავამზადე გამოყენებული ლიტერატურის და ვებ გვერდების შაბლონი.ჩემი აზრით ეს საკითხები საჭირო იყო,იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის ვიყენებ ინტერნეტს,არა მარტო პროექტის დროს, არამედ ცხოვრებაში.
Sunday, November 3, 2013
ტრენინგის მეოთხე დღე
სწავლის ეფექტიანობისთვის გასათვალისწინებელია წინარე ცოდნის შეფასება.განვსაზღვრეთ განმავითარებელი განმსაზღვრელი შეფასება.დავადგინე წინარე ცოდნა და გავითვალისწინე მოსწავლის საჭიროებები,ამიტომ თემის მიხედვით ავირჩიე სტრატეგიები.განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.ის აქტივობები და შეფასებები,რომლებიც გვჭირდება პროექტის დაწყებამდე და მსვლელობისას.შევადგინე მოსჭავლის საჭიროებების ჩეკლისტი და შეფასების გეგმა.ვისწავლე როგორ ავტვირთო მასალა YouTube-ზე და დავდო ლინკი პრეზენტაციის სლაიდზე.
Subscribe to:
Posts (Atom)